“ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული ცნობარი“ ემყარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს (ავტორები: ა. შანიძე, ლ. კვაჭაძე, ა. არაბული), რომელთა მიხედვით მომზადებული თეორიული საკითხები წარმოდგენილია შავი შრიფტით.
განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენისა და, საჭიროების შემთხვევაში, დაზუსტების მიზნით სხვა ფერის შრიფტით მოცემულია დამატებითი ინფორმაცია ზოგი ენობრივი მოვლენის შესახებ პროფესორ თედო უთურგაიძის ავტორობით.