...

ასოციაციის წესდება

შინაარსი

თავი I. ასოციაციის სტატუსი და მიზნები. 2

მუხლი 1. ზოგადი დებულებები. 2

მუხლი 2. ასოციაციის მიზნები და საქმიანობა. 2

თავი II. ასოციაციის წევრობა, დამფუძნებლები. 3

მუხლი 3. ასოციაციის დამფუძნებლები. 3

მუხლი 4. ასოციაციის  წევრობა. 3

მუხლი  5. წევრთა უფლება-მოვალეობანი. 4

თავი III. ასოციაციის მმართველობითი ორგანოები. 5

მუხლი 6. საერთო კრება (ასამბლეა). 5

მუხლი 7. კრების მოწვევის პროცედურა. 7

მუხლი 8.  ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. 7

მუხლი 9.  ასოციაციის წარმოადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირები   9

თავი IV. ზოგადი და დასკვნითი დებულებები. 11

მუხლი 10. ცვლილებები წესდებაში. 11

მუხლი 11.  ასოციაციის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია. 11

მუხლი 12. ზოგადი დებულებები. 11

მუხლი 13. საავტორო უფლებები. 11

 

 


 

თავი I. ასოციაციის სტატუსი და მიზნები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. „ენის მოდელირების ასოციაცია“ ინგლისურად იკითხება შემდეგნაირად -  Language Modeling Association (შემდგომში ტექსტში მოხსენიებულია, როგორც -  ასოციაცია)  არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2. იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არაკომერციული იურიდიული პირი, ხოლო სრული სახელწოდებაა  „ენის მოდელირების ასოციაცია“.

1.3.   ასოციაცია დაფუძნებულია 2006 წლის 11 მაისს.

1.4. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ ასოციაციის ინტერესებიდან გამომდინარე.

1.5. ასოციაციის ადგილსამყოფელია საქართველო, . თბილისი, შალვა ნუცუბიძის 26, ბინა 54.

1.6. ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართია info@ena.ge.

1.7. იურიდიული პირი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.

1.8.ასოციაციას შესაძლოა ჰქონდეს ბეჭედი, რომელიც არ წარმოადგენს სავალდებულოს ორგანიზაციის წარმომადგენლობის განხორციელებისას.

 

მუხლი 2. ასოციაციის მიზნები და საქმიანობა

2.1ასოციაციის  მიზანია:

ა) ქართული ენის მოდელირება, ენობრივი სისტემის ფუნდამენტური კვლევა და კომპიუტერული დამუშავება;

ბ) ქართული ენის  თანამედროვე ტექნოლოგიებით (მორფოლოგიური და სინტაქსური სპელჩეკერები, ელექტრონული ლექსიკონები, ენის კორპუსი, მანქანური თარგმნა) უზრუნველყოფა;

გ) ქართული ენის კვლევის და თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის ხელშეწყობის მიზნით კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება;

დ) მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებსა და სხვა სახის ღონისძიებებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართული ენის კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეს;

ე) ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პოპულარიზაცია;

ვ) ქართული ენის დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა საქართველოს არაქართულენოვან მოსახლეობაში.

2.2ასოციაცია შეიძლება ეწეოდეს ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ და/ან არაპირდაპირ ემსახურება იურიდიული პირის მიზნის განხორციელებას.

 

2.3სამეწარმეო ხასიათის საქმიანობას ასოციაციისათვის შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათი და ამგვარი საქმიანობით მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს მხოლოდ ასოციაციის მიზნების მიღწევას.

 

 

 

თავი II. ასოციაციის წევრობა, დამფუძნებლები

 

მუხლი 3. ასოციაციის დამფუძნებლები

3.1 ასოციაციის დამფუძნებლები არიან:

 

ა) რატი სხირტლაძე (დაბადებული 14.02.1972 წ. ქ. თბილისში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქ. 26, ბინა 54, მათემატიკოსი, პირადი ნომერი 01026003292).

 

ბ) თედორე უთურგაიძე (დაბადებული 20.06.1927 წ. თელავში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, დოლიძის ქუჩა, კორპუსი #26, ბინა #58, ფილოლოგი, პირადი ნომერი 01026001956);

 

გ) მარიამ მანჯგალაძე (დაბადებული 30.09.1967 წ., ქ. თბილისში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას II კვ., კორპუსი #23, ბინა #30, ფილოლოგი, პირადი ნომერი 01009003913)

 

დ) ლალი ეზუგბაია (დაბადებული 03.10.1965 წ., ქ. გალში, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. #211/4, ბინა #14, ფილოლოგი, პირადი ნომერი 62006008218).

 

ე) თამარ ვაშაკიძე (დაბადებული 08.04.1957 წ. მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ბათუმის ქ. #29, ფილოლოგი, პირადი ნომერი 01005003860).

 

 

მუხლი 4. ასოციაციის  წევრობა

 

4.1        ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს:

 

ა) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი,  რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს;

 

ბ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს ასოციაციაში წარმოადგენს ასოციაციის წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;  წევრი იურიდიული პირის დამფუძნებლები (წევრები) და დირექტორები არ ითვლებიან ასოციაციის წევრებად.

 

4.2        ასოციცაციის  წევრად მიღება და წევრობიდან გასვლა ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე.   წევრად მისაღებად აუციელებელია ასოციაციის არანაკლებ ორი წევრის წერილობითი რეკომენდაცია. გადაწყვეტილებას წევრად მიღების შესახებ იღებს გამგეობა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 

4.3        პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ასოციაციის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

 

4.4       ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

 

4.5            ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

) გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ 12 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;

) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

) გარდაცვალებისას.

 

4.6       წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტიელბას იღებს საერთო კრება. საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ასოციაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

4.7      ასოციაციიდან გარიცხულ წევრს უფლება აქვს საერთო კრების გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

 

მუხლი  5. წევრთა უფლება-მოვალეობანი

5.1      ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

 

ა)  მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, ასოციაციის გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;

 

ბ) ასეთის არსებობის შემთხვევაში,  აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის  მმართველ ან მაკონტროლებელ ორგანოებში;

 

გ) დაასახელოს ასარჩევ პირთა კანდიდატურები;

დ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

)    ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

 

5.2     ასოციაციის წევრი მოვალეა:

 

ა) დაიცვას ასოციაციის წესდება;

ბ) შეასრულოს მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებები;

გ) პროპაგანდა გაუწიოს ასოციაციის მიზნებს;

დ) არ გაახმაუროს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

ე) გადაიხადოს საწევრო, თუ საწევროს ვალდებულებას დაადგენს წევრთა საერთო კრება.

 

თავი III. ასოციაციის მმართველობითი ორგანოები

მუხლი 6. საერთო კრება (ასამბლეა)

6.1.   ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა - ასოციაციის წევრთა საერთო კრება;

6.2.  საერთო კრება უფლებამოსილია გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ      წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით სცილდება  ასოციაციის გამგეობის კომპეტენციას;

6.3  საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს წევრთა ნახევარზე მეტი;

6.4     კრება წარიმართება რეგლამენტის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საერთო კრება მის დაწყებამდე.

 

6.5     კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. იგი პასუხს აგებს კრების ოქმის სიზუსტესა და ნამდვილობაზე.

 

6.6     კეთილსინდისიერი მესამე პირების მიმართ არსებობს საერთო კრების ოქმის უტყუარობისა და სისწორის პრეზუმცია.

 

6.7     საერთო კრებები აღირიცხება ასოციაციის საერთო კრებების აღრიცხვის ჟურნალში. ჟურნალში უნდა მიეთითოს:

ა) კრების რიგითი ნომერი;

ბ) კრების ჩატარების თარიღი და ადგილი;

დ) ჩანაწერის შემსრულებელი პირის ვინაობა და ხელმოწერა.

 

6.8      საერთო კრების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას უზრუნველყოფს გამგეობის თავმჯდომარე.

 

6.9     საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:

 

ა) ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების დამტკიცება;

 

ბ) ასოციაციის საქმიანობის წლიური შედეგების დამტკიცება;

 

გ) ასოციაციის გამგეობის წევრების, გამგეობის თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;

 

დ) ასოცაიციის ფილიალების და წარმოამდგენლობების, სარევიზიო და სხვა სახის კომისიების, საკონსულტაციო საბჭოების  შექმნა და მათი  ლიკვიდაცია, აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების დებულებების და ინსტრუქციების მიღება, მათი უფლებამოსილებების ფარგლების დადგენა;

 

ე) ასოციაციის წევრის გარიცხვა;

 

ვ) ასოციაციის საწევროს გადახდის ვალდებულების და მისი ოდენობის დადგენა, ასევე მისი  გაუქმება

 

ზ) ასოციაციის ბიუჯეტის დამტკიცება;

 

თ) საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება;

 

ი) ასოციაციის წესდებით საერთო კრებისათვის განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებ ხორციელება.

 

6.10  საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით;

 

6.11  ასოციაციის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ასოციაციის ყველა წევრის ხმათა არანაკლებ ოთხ მეხუთედს, წესდების შეცვლის შემთხვევაში - 2/3-ს;

 

6.12  ხმების თანაბრად გაყოფისას ტარდება ხელახალი კენჭისყრა. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ხმები კვლავ თანაბრად გაიყო, საკითხი უარყოფილად ითვლება.

 

6.13  წესდებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გამგეობის თავმჯდომარეს.

 

მუხლი 7. კრების მოწვევის პროცედურა

7.1 კრებას იწვევს გამგეობა მაშინ, როცა ამას მოითხოვს ასოციაციის ინტერესები.

 

7.2 რიგგარეშე კრება მოიწვევა ასოციაციის წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით, ან გამგეობის გადაწყვეტილებით;

 

7.3 კრების მოსაწვევს, ან ინფორმაციას საერთო კრების მოწვევის შესახებ თან უნდა დაერთოს დღის წესრიგი.

 

7.4 საერთო კრების მოწვევის შესახებ წევრებს უნდა ეცნობოთ საერთო  კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც. შეტყობინება შესაძლოა გაგზავნილი იქნას ელექტრონული ფოსტითაც.

 

7.5 იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, უფლება აქვთ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ წერილობით სათანადოდ გამოხატული ნების საფუძველზე. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე პირებს.

 

7.6 საერთო კრების დღის წესრიგში წესდების ცვლილებების საკითხის შეტანას წყვეტს გამგეობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წარდგენილ იქნა ასოციაციის წევრთა ერთი მეათედის მოთხოვნით. 

მუხლი 8.  ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

8.1        ასოციაციის ხელმძღვანელობას და წარმოამდგენლობას ახორციელებს გამგეობა (შემდგომ ტექსტში  - „გამგეობა“), რომელიც  არის ასოციაციის მუდმივმოქმედი მმართველობითი ორგანო;

 

8.2        გამგეობის სხდომები ტარდება ასოციაციის საჭიროებებიდან გამომდინარე თავმჯდომარის მოწვევით, ანდა რომელიმე წევრის მოთხოვნით;

 

8.3        გამგეობა შედგება ხუთი წევრისგან;

 

8.4        გამგეობის წევრებს კრება ირჩევს ხუთი წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე;

 

8.5        გამგეობის წევრის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად (გათავისუფლება, ავადმყოფობა, რაც შეუძლებელს ხდის გამგეობის წევრის მოვალეობის შესრულებას) ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობა დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე კრებას, რომელიც ირჩევს ახალ წევრს გამგეობის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

 

8.6        გამგეობის წევრის გათავისუფლება მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების, მოვალეობის შეუსრულებლობის, ან საწესდებო მიზნების საწინააღმდეგო ქცევისათვის შეუძლია მხოლო საერთო კრებას.

 

8.7        გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. გამგეობის წევრებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.

 

8.8         გამგეობა:

) იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ  სულ მცირე ორი კვირით ადრე  აცნობებს ასოციაციის წევრებს;

) ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის წარსადგენად  ევრებს აცნობებს კრებამდე ერთი კვირით ადრე;

            

) იძლევა თანხმობას ფილიალების, სარევიზიო და საკონსულტაციო საბჭოების მმართველი პირების და მონაწილე პირების დანიშვნაზე;

) ფარული კენჭისყრით წყვეტს ასოციაციის წევრად, ასევე საპატიო წევრად მიღების საკითხებს;

) სარეკომენდაციო წერილით მიმართავს ასოციაციის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;

) ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;

) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

) ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად;

) წყვეტს ასოციაციის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;

 

             კ) აფუძნებს ასოციაციის საწარმოებს და ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

ადგენს ასოციაციის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;

) თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

) ირჩევს ასოციაციის ბეჭდვითი ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სარედაქციო საბჭოს;

) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრების  კომპეტენციას.

           

პ) ამზადებს  ასოციაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გეგმებს  და მიზნობრივი პროგრამებს;

                       

ჟ) ისმენს გამგეობის მიერ დანიშნული პირების ანგარიშს;

                       

რ) დებს ასოციაციის უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებს, ასევე სასესხო-საკრედიტო ხელშეკრულებებს და  თავდებობის  გარიგებებს;

 

8.9        გამგეობის სხდომას ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც წარიმართება გამგეობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად. სხდომის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და მისი წევრები.  სხდომის ოქმს ენიჭება ნუმერაცია და თარიღი ასოციაციის გამგეობის  სხდომების ჟურნალის შესაბამისად.

 

8.10     გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ გამგეობის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან გამგეობის წევრი შეირჩევა გამგეობის მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული გამგეობის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული გამგეობის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

 

8.11     ასოციაციის  გამგეობის თავმჯდომარე, გამგეობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად,  ახორციელებს ასოციაციის წევრთა რეესტრის წარმოებას.

 

8.12     გამგეობის წევრები არიან:

 

ა) რატი სხირტლაძე,                   პირადი ნომერი 01026003292

ბ) თედორე უთურგაიძე,            პირადი ნომერი 01026001952

გ) მარიამ მანჯგალაძე,                პირადი ნომერი 01009003913

დ) ლალი ეზუგბაია,                   პირადი ნომერი 62006008218

ე) თამარ ვაშაკიძე,                       პირადი ნომერი 01005003860

 

 

მუხლი 9.  ასოციაციის წარმოადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირები

9.1        ასოციაციის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ გამგეობის თავმჯდომარე  და მისი მოადგილე, როგორც ერთობლივად, ასევე ცალცალკე.   ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე.   იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრების შემდეგ  თავმჯდომარე და მოადგილე, ახალი თავმჯდომარის და მოადგილის არჩევამდე ვერ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მათი ფუნქციების შესრულება დაევალება ასოციაციის გამგეობის უხუცეს წევრს.

9.2        გამგეობის  თავმჯდომარე წარმოამდგებლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას:

) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

) ხელმძღვანელობს ასოციაციას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ყველა სამართლებრივ ურთიერთობებში;

) ხელმძღვანელობს ასოციაციის პროექტების შედგენას და მათი განხორციელების პროცესს;

) ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ ქონების მართვას;

ე) უზრუნველყოფს საბუღალტრო და სხვა საქმის წარმოებას დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად;

) უძღვება ასოციაციის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას გამგეობის მიერ დადგენილი წესით;

) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს  ფინანსური დოკუმენტაციის ჩათვლით; 

) გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

) აკომპლეტებს ასოციაციის შრომით აპარატს და ხელმძღვანელობს მას;

კ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს ასოციასიის ინტერესებიდან გამომდინარე.

9.3  მოადგილე გამგეობის თავმჯდომარის რწმუნებით ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილებების ფარგლებში. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

9.4    ასოციაციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის მის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილებათა განხორციელებას დატვირთვის ან ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.

9.5     ასოციაციის თავმჯდომარის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს საერთო კრება.

9.6    გამგეობის თავმჯდომარესთან შეიძლება შეიქმნას თავმჯდომარის აპარატი, რომლის დებულებას, საშტატო განრიგსა და სტრუქტურას ამტკიცებს გამგეობა.

 

თავი IV. ზოგადი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 10. ცვლილებები წესდებაში

10.1     გამგეობის თავმჯდომარე,  ესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანას ახორციელებს  მაქსიმალურად მოკლე ვადაში, რომელიც უნდა წარდგენილი იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილი ფორმის სრული დაცვით.

მუხლი 11.  ასოციაციის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

11.1   ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კრების გადაწყვეტილებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვაში;

 

11.2  ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს. ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები.

 

11.3  ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილება დაიშვება კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 12. ზოგადი დებულებები

12.1        ასოციაციის წევრები ადასტურებენ, რომ  მიმართავენ ყველა ძალისხმევას, რომ მათ შორის არსებული ყველა გაუგებრობა და უზუსტობა აღმოიფხვრას მოლაპარაკების და ორმხრივი კონსესუსის გზით, მაქსიმალურად მისაღებ დროში;

 

12.2        ასოციაციის წევრები ადასტურებენ მზადყოფნას, რომ   შეცვლიან  წესდების ბათილ დებულებას ნამდვილი დებულებით.

 

 

მუხლი 13. საავტორო უფლებები

 

13.1     ასოციაციის თაოსნობით შექმნილ ნაწარმოებზე, თუ არ იარსებებს ცალკე  ხელშეკრულება  თანაავტორთა საავტორო-სამართლებრივ ურთიერთობათა  განისაზღვრის შესახებ:

 

-         ყველ თანაავტორს აქვს  საავტორო უფლება  ნაწარმოების ნაწილზე, რომელიც მის მიერ არის შექმნილი და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.

 

-         ყველ თანაავტორს აქვს  საავტორო უფლება  ნაწარმოების ნაწილზე, რომლის შექმნაში მას აქვს მონაწილეობა მიღებული და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.

 

-         რც ერთ თანაავტორს არა აქვს უფლება, კრძალოს  ნაწარმოების გამოყენება  სხვა თანაავტორს, ისევე როგორც აუკრძალოს  კვლევის გაგრძელება ერთობლივი ნაწარმოების საფუძველზე.

 

 

13.2     ასოციაციის თაოსნობით შექმნილი ნაწარმოების (ან მისი ნაწილის) გამოყენებისას, რომელზეც 13.1 პუნქტის შესაბამისად ვრცელდება პირის საავტორო უფლებები, ავტორი (თანაავტორი) ვალდებულია მიუთითოს, რომ მან გამოიყენა ასოციაციის თაოსნობით შექმნილი ნაწარმოები (ან მისი ნაწილი)  სხვა თანაავტორების მითითებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

 

13.3     დაუშვებელია ასოციაციის თაოსნობით შექმნილი ნაწარმოების (ან მისი ნაწილის) გამოყენება დამატებითი შეთანხმების გარეშე იმ პირების მიერ, რომლებიც 13.1 პუნქტში არაა მოხსენიებული.